„რეალის“ ვარჯიშზე მეორე კონფლიქტი იყო, ფეხბურთელების ნაწილი არბელოას არ ელაპარაკება #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა, ორელიენ ჩუამენიმ და ფედერიკო ვალვერდემ კინაღამ იჩხუბეს გუნდის ვარჯიშზე. გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, ინციდენტი ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ჯარიმის შემდეგ მოხდა, რის შედეგად ფეხბურთელებმა რამდენჯერმე ხელი უბიძგეს ერთმანეთს. ურთიერთობის გარკვევა გასახდელში გაგრძელდა.
„რეალში“ სიტუაცია რამდენიმე დღის წინ დაიძაბა. უფრო ადრე იტყობინებოდნენ კონფლიქტის შესახებ მცველებს ანტონიო რიუდიგერსა და ალვარო კარერასს შორის – წერდნენ, თითქოს გერმანელმა სახეში ხელი გაარტყა ესპანელს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ „რეალის“, მინიმუმ, ექვსმა ფეხბურთელმა შეწყვიტა კონტაქტი მთავარ მწვრთნელთან, ალვარო არბელოასთან, ზოგიერთები კი ერთმანეთს საერთოდ არ ელაპარაკებიან.
კლუბში ვითარება „ელ კლასიკოს“ წინ დაიძაბა, რომელიც 10 მაისს ბარსელონაში გაიმართება. „ბარსელონასთვის“ საკმარისია, ფრედ ითამაშოს ამ შეხვედრაში, რათა ვადაზე ადრე გახდეს ლა ლიგის ჩემპიონი. ამ მომენტისთვის, კატალონელები „რეალს“ 11 ქულით ასწრებენ.