„რეალის“ ტელევიზია – „ატლეტიკოს“ VAR-ი ყველაზე მეტად ეხმარება #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ საკლუბო ტელევიზიამ კომენტარი გაუკეთა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წილისყრას.
ტურნირის მერვედფინალში „რეალი“ თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ შეხვდება.
„„ატლეტიკო“ – ეს არის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტად ეხმარებიან VAR-ის სისტემის შემოღების შემდეგ“, – განაცხადა RealTV-ის წამყვანმა.
ამ წყვილში პირველი მერვედფინალი 4 მარტს გაიმართება, განმეორებითი – 12 მარტს.