„რეალის“ შემდეგ „მილანი“ - იტალიური გრანდის საზაფხულო ბანაკი ბათუმში 
„რეალის“ შემდეგ „მილანი“ - იტალიური გრანდის საზაფხულო ბანაკი ბათუმში 

იტალიური საფეხბურთო გრანდი „მილანი“ საქართველოში საფეხბურთო ბანაკის მოწყობას გეგმავს. ინფორმაციას ბათუმის „დინამოს“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ბათუმელთა ცნობით, „მილანის“ კემპი ანგისას საფებხურთო ბაზაზე ️10-15 სექტემბერს გაიმართება და 6 დღე გაგრძელდება. სასწავლო-საწვრთნო პროცესს „მილანის“ ასაკობრივი მწვრთნელები, დავიდე გიუბილინი და მასიმილიანო ფერარი წარუძღვებიან.

„მილანის“ საფეხბურთო ბანაკის პრეზენტაცია დღეს ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ორგანიზებით, აქამდე საქართველოში, თბილისში, სამი ევროპული გრანდის კემპი გაიმართა – „ინტერის“, „იუვენტუსისა“ და მადრიდის „რეალის“.