„რეალის“ სამწვრთნელო შტაბის ვარაუდით, გუნდი საუკეთესო ფორმაში აგვისტოში იქნება
„რეალის“ სამწვრთნელო შტაბის ვარაუდით, გუნდი საუკეთესო ფორმაში აგვისტოში იქნება

სეზონის განახლებისთვის მადრიდის „რეალის“ მოსამზადებელი გეგმა ცნობილია. როგორც გამოცემა AS იტყობინება, 11 მაისიდან მადრიდული გრანდის ფეხბურთელები კლუბის მოსამზადებელ ბაზაზე ვარჯიშობენ. „რეალის“ სამწვრთნელო გუნდის ვარაუდით,ფეხბურთელები საუკეთესო სათამაშო ფორმაში აგვისტოს დასაწყისისთვის იქნებიან. ეს ის დროა,როცა „ მანჩესტერ სიტისთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის გამართვაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ესპანეთში ანგარიშით 1:2 დასრულდა ინგლისელთა სასარგებლოდ.აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანეთში ინგლისისგან განსხვავებით, უფრო ადრე დაიწყო ვარჯიშები და „რეალს” სრულფასოვნად მოსამზადებლად მეტი დრო ექნება.