„რეალის“ პრე-სეზონი ცნობილია
„რეალის“ პრე-სეზონი ცნობილია

2019/2020 წლების პრე-სეზონისთვის, მადრიდის „რეალი“ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გადაინაცვლებს და კანადას, კერძოდ კი მონრეალს ესტუმრება.

აღსანიშნავია, რომ ზიდანმა მადრიდის „რეალთან“ ერთად პრე-სეზონი მონრეალში 2016 წელს ჩაატარა და შედეგებით კმაყოფილი იყო. როგორც ჩანს, კანადაში ფრანგი სპეციალისტი და თავად ფეხბურთელებიც კარგად გრძნობენ თავს.

მიზეზი, რის გამოც გასული წლის პრე-სეზონი „რეალმა“ ესპანეთის დედაქალაქში ჩაატარა, გახლდათ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც რუსეთში ტარდებოდა. „რეალის“ 23 ფეხბურთელიდან 15 მუნდიალზე ასპარეზობდა და ამიტომაც, „ლოს ბლანკოსმა“ კანადაში გადაბარგება აღარ ისურვა.

ამ მომენტისათვის, მადრიდის „რეალის“ პრე-სეზონიდან ხუთი მატჩია ოფიციალურად დადასტურებული. ესენია –

„ბაიერნი“ – 20 ივლისი, ჰიუსტონი.
„არსენალი“ – 23 ივლისი, მერილენდი.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასი – დერბი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, 26 ივლისი, აღმოსავლეთ რუტერფორდი.

„აუდის თასი“ – „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ 1/2 ფინალური შეხვედრა, 30 ივლისი და მიუნხენის ფინალი მომდევნო დღეს.

„ბერნაბეუს თასის“ ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.