„რეალის“ მწვრთნელმა კვარაცხელიასადმი ინტერესი აღიარა - ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდი, როცა „ნაპოლიში“ ვიყავი, ის განსაკუთრებული მოთამაშეა [ვიდეო] #1TVSPORT
„რეალის“ მწვრთნელმა კვარაცხელიასადმი ინტერესი აღიარა - ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდი, როცა „ნაპოლიში“ ვიყავი, ის განსაკუთრებული მოთამაშეა [ვიდეო] #1TVSPORT

კარლო ანჩელოტიმ ზაფხულის „სატრანსფერო ფანჯარაში“ „ნაპოლის“ კარგ სელექციაზე ისაუბრა და ქართველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას ფეთქებად სტარტს გამოეხმაურა.

21 წლის გარემარბმა ზაფხულში კამპანიაში ჩასვლის შემდეგ სწრაფად იპოვა ადგილი სერია A-ში და ახალი გულშემატკივრები მისვლისთანავე გაიჩინა. კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის პირველ 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და განახლებული „ნაპოლის“ სიმბოლოდ იქცა.

Rai Sport-თან საუბრისას ანჩელოტიმ „ნაპოლის“ სეზონის შთამბეჭდავ დაწყებასა და კვარაცხელიას თვისებებზე ისაუბრა.

„სეზონის დაწყებამდე „ნაპოლიმ“ რამდენიმე ძალიან კარგი მოთამაშე შეიძინა, რომლებიც „ჰაერს ასუფთავებენ“. დღეს ძნელია იმის პროგნოზირება, პერსპექტივაში რისი უნარი აქვთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ახალწვეულებმა გუნდი არაპროგნოზირებადი გახადეს. არის კვარაცხელია სიურპრიზი? ეს მათთვისაა სიურპრიზი, ვინც მას არ იცნობდა. მე კი მას ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდით, როცა „ნაპოლიში“ ვიყავი. ის განსაკუთრებული მოთამაშეა“, – ამბობს კარლო ანჩელოტი.

ანჩელოტის ნახსენებ პერიოდში (2018-2019) კვარაცხელია საქართველოში, „რუსთავში“ თამაშობდა – რუსეთში, მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2019 წლის თებერვალში იჯარით გადავიდა. იქ 5 თვე გაატარა, ზაფხულში კი სრულფასოვანი კონტრაქტით ყაზანის „რუბინში“ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია, რაზეც მის მიერ მოპოვებული ტიტულები მეტყველებს.

„იუვენტუსი“

ინტერტოტოს თასის გამარჯვებული: 1999

„მილანი”

იტალიის ჩემპიონი: 2003/04

იტალიის თასის მფლობელი: 2002/03

იტალიის სუპერთასის მფლობელი: 2004

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2): 2002/03, 2006/07

უეფა-ს სუპერთასის მფლობელი (2): 2003, 2007

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული: 2007

„ჩელსი“

ინგლისის ჩემპიონი: 2009/10

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 2009/10

სუპერთასის გამარჯვებული: 2009

„პარი სენ-ჟერმენი“

საფრანგეთის ჩემპიონი: 2012/13

მადრიდის „რეალი”

ესპანეთის ჩემპიონი: 2021/22

ესპანეთის თასის მფლობელი: 2013/14

ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 2021/22

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2): 2013/14, 2021/22

ევროპის სუპერთასის მფლობელი: 2014

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული: 2014

„ბაიერნი“

გერმანიის ჩემპიონი: 2016/17

გერმანიის სუპერთასის გამარჯვებული (2): 2016, 2017

 

პირადი მიღწევები

სერია A წლის საუკეთესო მწვრთნელი (2): 2001, 2004

ოქროს სკამის ჯილდოს მფლობელი (2): 2002/03, 2003/04

წლის საუკეთესო მწვრთნელი საფრანგეთში: 2012/13

უეფა-ს წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2002/03

წლის საუკეთესო მწვრთნელი (World Soccer ვერსიით): 2003 წელი

საუკეთესო მწვრთნელი (IFFHS ვერსია) 2007

პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი (5): 2009 წლის ნოემბერი, 2010 წლის სექტემბერი, 2011 წლის მარტი, 2011 წლის აპრილი, 2020 წლის სექტემბერი

წლის საუკეთესო მწვრთნელი (Globe Soccer ვერსიით): 2014

ენცო ბეარზოტის ჯილდო: 2014

მიგელ მუნიოზის პრიზი: 2015

საუკეთესო მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში France Football-ის ვერსიით – მე-8 ადგილი: 2019.

საუკეთესო მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში 4-4-2 მიხედვით – მე-18 ადგილი: 2020.

შეყვანილია „რომას“, იტალიის ფეხბურთის და „მილანის“ დიდების დარბაზში.