„რეალის“ მატჩის დროს ბენზემას სახლი გაქურდეს #1TVSPORT
„რეალის“ მატჩის დროს ბენზემას სახლი გაქურდეს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდის ქარიმ ბენზემას სახლი გაქურდეს ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩის დროს, როცა „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ელჩეს“მასპინძლობდა. ამის შესახებ დაწერა ესპანურმა გამოცემა 20 Minutes-მა.

წყაროს ცნობით, მძარცველები ფრანგის სახლში ბაღიდან შევიდნენ. ზარალის ოდენობა ცნობილი არ არის.

აღვნიშნავთ, რომ ბენზემამ ვერ შეძლო მატჩის დასრულება – ტრავმის გამო, ის 58-ე წუთზე ლუკა იოვიჩმა შეცვალა. მანამდე, პირველ ტაიმში ბენზემამ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, რაც პირველად მოხდა მის მადრიდულ კარიერაში.

ქარიმ ბენზემა პირველად არ ხდება ქურდობის მსხვერპლი მისი მონაწილეობით მატჩის დროს. 2019 წლის თებერვალში, ანალოგიური სიტუაცია მოხდა „ბარსელონასთან“ „ელ კლასიკოს“ მსვლელობისას.