„რეალის“ ლეგენდებმა „ჩელსის“ ლეგენდები დაამარცხეს
„რეალის“ ლეგენდებმა „ჩელსის“ ლეგენდები დაამარცხეს

მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა მატჩი მადრიდის „რეალისა“ და ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდებს შორის.

საერთო ჯამში, მაყურებელმა ცხრა გოლი იხილა. „რეალმა“ ანგარიშით 5:4 მოიგო.

მადრიდელთა მხრიდან დუბლები შეასრულეს რაულმა და ფერნანდო მორიენტესმა, კიდევ ერთი გოლი კრისტიან კარამბემ გაიტანა. „ჩელსიში“ თავი გამოიჩინეს ანდრეი შევჩენკომ, გუსტავო პოიეტმა, ვილიამ გალასმა და ფლორან მალუდამ.

რეალი (სასტარტო შემადგენლობა): სესარი, რიკარდო კარვალიო, არბელოა, მაკელელე, ამავისკა, გუტი, კარამბე, ბაპტისტა, სანსი, მორიენტესი, რაული.

შეცვლაზე შევიდნენ: კონტრერასი, ნუნიესი, იერო, რივერა, ლორენტე, ბალბოა, ალფონსო, კონგო, კამპო, ვიქტორი.

ჩელსი (სასტარტო შემადგენლობა): კუდიჩინი, გალასი, დესაი, სინკლერი, ბაბაიარო, ბელეტი, ნიუტონი, ტიაგო, პოიეტი, მალუდა, შევჩენკო.

შეცვლაზე შევიდნენ: ილარიუ, რიკარდო კარვალიო, გრენვილი, უაიზი, ძოლა, ფლო.