„რეალის“ ლეგენდა რაული კორონავირუსით დაინფიცირდა
„რეალის“ ლეგენდა რაული კორონავირუსით დაინფიცირდა

„რეალის“ ყოფილმა ფორვარდმა რაულმა, რომელიც, ამჟამად, მადრიდელთა სარეზერვო გუნდის „კასტილიას“ მთავარი მწვრთნელია, კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა, – დაწერა გაზეთმა AS-მა.

43 წლის სპეციალისტი თვითიზოლაციაში გადავიდა და გამოტოვებს თავისი გუნდის მატჩს „ხეტაფეს“ დუბლების წინააღმდეგ.

აღნიშნავენ, რომ რაული გუნდის ხელმძღვანელობას იანვრის ბოლოს დაუბრუნდება.