რეალის ხელმძღვანელობამ სოლარის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო

19:52, 06.03.2019

მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაითხოვოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სანტიაგო სოლარი, – ამტკიცებს მუნდო დეპორტივო (Mundodeportivo.com).

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ეს – უახლოეს დღეებში თუ სეზონის ბოლოს. ამასთან, კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეძებს არგენტინელის შემცვლელს. ალტერნატივად განიხილებიან შემდეგი კანდიდატურები: მასიმილიანო ალეგრი, ზინედინ ზიდანი, მაურისიო პოჩეტინო და ჟოზე მოურინიო.

მადრიდის რეალმა ორი მატჩის ჯამში 3:5 წააგო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ამსტერდამის აიაქსთან.

მსგავსი