„რეალის“ კაპიტანი - მაშინ უნდა დავბრუნდეთ, როცა რისკი აღარ იარსებებს
„რეალის“ კაპიტანი - მაშინ უნდა დავბრუნდეთ, როცა რისკი აღარ იარსებებს

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა აზრი გამოთქვა იმის შესახებ, რამდენად მიზანშეწონილია წლევანდელი სეზონის განახლება.

„პირადად მე თამაში მინდა. სურვილი მაქვს სეზონი ტიტულით დავასრულო. მაგრამ გადაწყვეტილება ექსპერტებმა უნდა მიიღონ. გვინდა მაშინ დავბრუნდეთ, როცა რისკი აღარ იარსებებს.

უნდა მოვიცადოთ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ფეხბურთი დაბრუნდება იმ პოზიციაზე, როგორიც პანდემიამდე იყო. უნდა მოვითმინოთ, რადგან მთავარი – ჯანმრთელობაა. არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა სეზონი“, – განაცხადა რამოსმა.

ამ მომენტისთვის „რეალი“ მეორე ადგილზეა პრიმერას გათამაშების ცხრილში და „ბარსელონას“ ორი ქულით ჩამორჩება.