„რეალის“ კაპიტანი მარსელო იქნება #1TVSPORT
„რეალის“ კაპიტანი მარსელო იქნება #1TVSPORT

სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ, 2021-22 წლების სეზონში მადრიდის „რეალის“ ახალი კაპიტანი მარსელო იქნება. ამის შესახებ გამოაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა.

„დიახ, მარსელო იქნება კაპიტანი. მან ეს დაიმსახურა. რთულია იპოვნო ასეთი მარცხენა მცველი. მიმაჩნია, რომ ის თავის წინამორბედთან რობერტო კარლოსთან ერთად საუკეთესოა. მხოლოდ შექებას იმსახურებს“, – მოჰყავს პერესის სიტყვები გაზეთ AS-ს.

მარსელო „რეალში“ 2007 წლიდან თამაშობს. დასრულებულ სეზონში 33 წლის ბრაზილიელმა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.

დატოვე კომენტარი