„რეალის“ გულშემატკივრები - გვინდა, კვარაცხელია „სამეფო კლუბის“ ფორმით ვიხილოთ #1TVSPORT
„რეალის“ გულშემატკივრები - გვინდა, კვარაცხელია „სამეფო კლუბის“ ფორმით ვიხილოთ #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ერთად მოხვდა. გამოცემა areanapoli წერილს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ „რეალის“ ქომაგებს კლუბში ქართველი თავდამსხმელის გადაყვანა სურთ.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში „რეალის“ გულშემატკივრები უკვე აქტიურობენ. მათი კომენტარებიდან ჩანს, რომ ესპანელები მეტოქის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ „ნაპოლისთან“ დაპირისპირებაში ფავორიტები არიან.

„„Ნაპოლი“ არის გუნდი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ მაშინაც კი, თუ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“.

ნეაპოლელებთან მატჩში ფავორიტები ვართ. ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის მოგება“.

„არ იქნება ადვილი ჯგუფი, „ნაპოლის“ სამი ფენომენალური მოთამაშე ჰყავს – ოსიმენი, კვარაცხელია და დი ლორენცო. ბერლინის „უნიონიც“ კარგი გუნდია“.

„„Ნაპოლი“ დიდი გუნდია, მათ წინააღმდეგ თამაში რთული იქნება“.

„კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელიც გვსურს, რომ მომავალ წელს „რეალის“ მაისურით ვიხილოთ“.

„კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ კარგად იცნობს, ის ჩავა ნეაპოლში, რომ მოიგოს და დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა“.