„რეალის“ გულშემატკივართა 86 პროცენტი ვინისიუსის გაყიდვას ემხრობა – Marca #1TVSPORT

10:33, 22.12.2025
MADRID, SPAIN - OCTOBER 26: Vinicius Junior of Real Madrid looks on during the LaLiga match between Real Madrid CF and FC Barcelona at Estadio Santiago Bernabeu on October 26, 2024 in Madrid, Spain. (Photo by Angel Martinez/Getty Images)

ესპანური გაზეთის Marca-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მადრიდის „რეალის“ გულშემატკივართა 86 პროცენტს მიაჩნია, რომ ფორვარდ ვინისიუსის გაყიდვა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რადგან ბრაზილიელის მდგომარეობა კლუბში საბოლოოდ არის კომპრომეტირებული.

25 წლის ფეხბურთელის გარშემო სკანდალი ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩის დროს აგორდა. „რეალისა“ და „სევილიას“ შეხვედრაში ვინისიუსი მატჩის ბოლოს შეცვალეს და ფეხბურთელი ფანებმა სტვენით გააცილეს მოედნიდან. ამის პასუხად, ვინისიუსმა სოციალურ ქსელში თავისი პროფილის სურათი შეცვალა – „რეალის“ მაისურით საკუთარი ფოტო ბრაზილიის ნაკრების მაისურიანი ფოტოთი ჩაანაცვლა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია.

ამ სეზონში გარემარბმა ყველა ტურნირზე 24 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ბრაზილიელი ზედიზედ 17 მატჩია ვერ ახერხებს გოლის გატანას.

მსგავსი