„რეალის“ „გეგმა ბ“ ვან დე ბეეკის შეძენაა
„რეალის“ „გეგმა ბ“ ვან დე ბეეკის შეძენაა

მადრიდის „რეალი“ შემადგენლობის გაძლიერების პოტენციურ ვარიანტად „აიაქსის“ ნახევარმცველის დონი დე ბეეკის შეძენას განიხილავს.

როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, „რეალი“ ამსტერდამულ კლუბთან მოლაპარაკებებს დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეთანხმებას პოლ პოგბას ტრანსფერის თაობაზე.

ვან დე ბეეკმა წელს 53 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 16 გოლი, რასაც 11 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ტოტენჰემის“ (1:0) წინააღმდეგ, ვან დე ბეეკმა გამარჯვების გოლი გაიტანა.