„რეალის“ ფორვარდს კორონავირუსი აღმოაჩნდა
„რეალის“ ფორვარდს კორონავირუსი აღმოაჩნდა

მადრიდის „რეალმა“ გამოაცხადა, რომ გუნდის ფორვარდმა მარიანომ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა.

ინფექცია დაადასტურა ტესტმა, რომელიც 27 ივლისს ჩატარდა. ამ მომენტისთვის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და საკუთარ სახლში გადის კარანტინს.

„დეპორტეს კუატროს“ ინფორმაციით, კარანტინში ყოფნის გამო მარიანო ვერ შეძლებს „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში თამაშს, რომელიც 7 აგვისტოს გაიმართება. პირველი შეხვედრა „რეალმა“ საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო.

პრიმერას წლევანდელ გათამაშებაში მარიანომ ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.