„რეალის“ ფეხბურთელებმა სეზონში 55 ტრავმა მიიღეს #1TVSPORT

18:44, 29.04.2026

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა შეშფოთებულია დიდი რაოდენობით ტრავმების გამო, რომელიც გუნდის ფეხბურთელებმა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მიიღეს.

მიმდინარე სეზონის განმავლობაში „რეალის“ მოთამაშეებმა, ჯამში, 55 ტრავმა მიიღეს, გასულ სეზონში კი 63 ასეთი შემთხვევა იყო. შედარებისთვის, ჯამში, ამ ორი სეზონში „ატლეტიკოს“ 65 ტრავმა ჰქონდა, „ბარსელონას“ – 82.

ამ სეზონში „რეალიდან“ ტრავმები არ მიუღია მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს: ვინისიუსს, ფრან გარსიას, გონსალო გარსიასა და ბრაიმ დიასს.

„რეალის“ 13-მა ფეხბურთელმა ტრავმების გამო 50 დღეზე მეტი გამოტოვა, მათგან რვას 100-ზე მეტი დღე გაუცდა.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 4 იანვარს „რეალმა“ კლუბის სამედიცინო გუნდის ახალ ხელმძღვანელად ნიკო მიხიჩი დანიშნა, რათა ტრავმების მხრივ სიტუაცია გამოსწორებულიყო.

ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც „რეალში“ ტრავმა მიიღო, ბრაზილიელი მცველი ედერ მილიტაოა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს და მოედანზე მხოლოდ ოქტომბერში დაბრუნდება.

მსგავსი