„რეალის“ ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 19 გოლი გაიტანეს – ეს ტურნირის ახალი რეკორდია #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ჯუდ ბელინგემის მიერ შესრულებული დუბლის შემდეგ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს ტურნირზე 19 გოლი დაუგროვდათ. აქამდე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთი რომელიმე კლუბის წარმომადგენლებს ერთ ტურნირზე ამდენი გოლი არასოდეს გაუტანიათ.
ბელინგემს ჩემპიონატზე ექვსი გოლი დაუგროვდა, კიდევ რვა გოლი მის თანაგუნდელს, კილიან მბაპეს აქვს გატანილი.
ინგლისმა ნორვეგია დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში არგენტინას შეხვდება.