„რეალის“ ფეხბურთელები ალვარო არბელოას მხარს უჭერენ #1TVSPORT

11:11, 24.03.2026

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა თავისი მოთამაშეების უმრავლესობისგან მხარდაჭერას გრძნობს.

გაზეთ Marca-ს მონაცემებით, 43 წლის სპეციალისტმა „სამეფო გუნდის“ გასახდელის გული მოიგო. მწვრთნელს პატივს სცემენ პოზიტიური, კომფორტული და უშუალო ატმოსფეროს შექმნისთვის, მოთამაშეების საჯაროდ დაცვისთვისა და პირად საუბრებში მკაფიო პოზიციისთვის.

გარდა ამისა, ბოლოდროინდელმა შედეგებმა (ზედიზედ ხუთი მოგება ყველა ტურნირზე) დაარწმუნა ფეხბურთელები არბელოას სწორ მიდგომაში. გუნდში მის ტაქტიკას ენდობიან. ამსთან ერთად, ფეხბურთელები აღფრთოვანებულნი არიან ალვაროს თანაშემწეებით.

აღნიშნავენ, რომ არბელოას განსაკუთრებით უჭერენ მხარს ვინისიუსი, ფედერიკო ვალვერდე, ტიბო კურტუა, ორელიენ ჩუამენი და ანტონიო რიუდიგერი. მწვრთნელს სურს მომავალი სეზონისთვის პოსტის შენარჩუნება და ეს ფეხბურთელები მხარს უჭერენ მის მისწრაფებას. Marca აღნიშნავს, რომ არბელოას ასევე დაუჭირეს მხარი კილიან მბაპემ და ჯუდ ბელინგემმა.

მსგავსი