რეალის ფანებმა ფლორენტინო პერესს წასვლა მოსთხოვეს
რეალის ფანებმა ფლორენტინო პერესს წასვლა მოსთხოვეს

ვიგოს სელტასთან საშინაო მატჩის დროს, მადრიდის რეალის ფანებმა საპროტესტო აქცია გამართეს კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის წინააღმდეგ, – წერს ესპანური გამოცემა ასი (AS).

გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან გუნდის გამოსვლით მიმდინარე სეზონში და სანტიაგო ბერნაბეუს ტრიბუნებზე გამოფინეს რამდენიმე ბანერი წარწერებით: „ფლორენტინო, გაეთრიე“ და „ფლორენტინო დამნაშავეა“. შესვენების დროს რეალის თანამშრომლებმა პლაკატები შეაგროვეს და სტადიონიდან გაიტანეს.

მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

ამ მომენტისთვის, რეალი მესამე ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში და პირველ ადგილზე მყოფ ბარსელონას ცხრა ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, მადრიდული კლუბი ესპანეთის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოვარდა.