„რეალის“ ექს-ნახევარმცველმა „ალანია“ გაიხსენა - ალკოჰოლური სასმელი კლუბის ავტობუსშიც კი იყო
„რეალის“ ექს-ნახევარმცველმა „ალანია“ გაიხსენა - ალკოჰოლური სასმელი კლუბის ავტობუსშიც კი იყო

მადრიდის „რეალის“ და „ალანიას“ ყოფილმა ნახევარმცველმა როისტონ დრენტემ ვლადიკავკაზის კლუბში თამაშისა და ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა.

„ვლადიკავკაზის „ალანიას“ იმდენად უნდოდა ჩემი დამატება, რომ ჩემთვის ტანსაცმლის შესაძენად მაღაზიაში მივიდნენ. მაშინ უკვე ზედმეტი წონა მქონდა და ვუთხარი, რომ არ იყო საჭირო. მაგრამ ისინი ხუთჯერ დაბრუნდნენ. ვლადიკავკაზი არ იყო იდეალური ქალაქი. საკმაოდ დანგრეული ჩანდა. მაშინაც კი, თუ ბევრი ფული გქონდა, ამით სათანადოდ ვერ გამოიყენებდი. არაყი ძირითადი პროდუქტი იყო. მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობდა. არაყი კლუბის ავტობუსშიც კი ჰქონდათ. ეს ხომ რუსეთია“, – განაცხადა დრენტემ ჰოლანდიურ ტელეკომპანია RTV Rijnmond-თან ინტერვიუში.

დრენტე „ალანიაში“ 2013 წლის თებერვალში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ გუნდი ექვსი თვის შემდეგ დატოვა და ივლისში „რედინგში“ გადავიდა.

დრენტე თამაშობდა „ფეიენოორდში“, მადრიდის „რეალში“, „ევერტონში“ და სხვა ინგლისურ, ესპანურ, ჰოლანდიურ თურქულ და საემიროების კლუბებში. ამჟამად ნახევარმცველი ჰოლანდიის მეორე დივიზიონის კლუბ „კოზაკენ ბოიზში“ თამაშობს. ჰოლანდიის ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა.