რეალის დამაჯერებელი გამარჯვება პანათინაიკოსთან [ვიდეო]
რეალის დამაჯერებელი გამარჯვება პანათინაიკოსთან [ვიდეო]

საკალათბურთო „ევროლიგაზე“ მე-13 ტური „რეალი“ – „პანათინაიკოსის“ შეხვედრით დასრულდა.

მადრიდში გამართული მატჩი, მასპინძელთა სრული დომინაციით აღინიშნა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ბერძნული გრანდი 89-68 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.

მადრიდელებს ფაბიენ კოზიემ და ფაგუნდო კამპაცომ ულიდერეს. ფრანგის ანგარიშზე 14 ქულა დაფიქსირდა, ხოლო არგენტინელმა უკანახაზელმა, 13 ქულა მიითვალა აქტივში.

სტუმართა შორის, 20 ქულით კიტ ლენგფორდი გახლდათ საუკეთესო. ამ მარცხის შემდეგ, „პანათინაიკოსი“ საპლეიოფო ზონას ჩამოშორდა.

ევროლიგის რეგულარული სეზონი დღეს და ხვალ მე-14 ტურის მატჩებით გაგრძელდება.

დარუშაფაკა 71-75 ჟალგირისი
მაკაბი 79-63 ხიმკი
მილანი 78-80 ბაიერნი