„რეალის“, ანჩელოტისა და მოდრიჩის რეკორდები - საკონტინენტთაშორისო თასის ფინალი ციფრებში #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა. ფინალში მან 3:0 დაამარცხა მექსიკური „პაჩუკა“. 37-ე წუთზე ვინისიუსის პასით კილიან მბაპემ გახსნა ანგარიში, 53-ე წუთზე მბაპემ როდრიგოს გაატანინა, 84-ე წუთზე კი პენალტით წერტილი ვინისიუსმა დასვა.
„რეალის“ ამ ტრიუმფის შემდეგ რამდენიმე რეკორდი და საინტერესო სტატისტიკური ფაქტი დაფიქსირდა.
ფაქტები
* „რეალმა“ 2024 წელს მეხუთე ტიტული მოიგო. მანამდე იყო გამარჯვებები ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანეთის სუპერთასზე და უეფა-ს სუპერთასზე.
* „რეალმა“ მეოთხედ მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი, რაც ახალი რეკორდია. მადრიდელებმა გაუსწრეს „მილანს“, რომელსაც სამი გამარჯვება აქვს.
* კარლო ანჩელოტი „რეალის“ ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდა. იტალიელმა მე-15 ტიტული მოიპოვა მადრიდული კლუბის მწვრთნელის რანგში და მოხსნა მიგელ მუნიოსის რეკორდი (14).
* ლუკა მოდრიჩმა 28-ე ტიტული მოიპოვა „რეალის“ ფეხბურთელის რანგში და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში ერთპიროვნული ლიდერი გახდა. 27 ტიტულით მეორე ადგილზეა დანიელ კარვახალი.
* ვინისიუსმა „რეალის“ მაისურით 12 ფინალში ითამაშა და 13 გოლში მიიღო მინაწილეობა. ბრაზილიელმა რვა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.