„რეალი“ ზიდანის დაბრუნებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
„რეალი“ ზიდანის დაბრუნებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი, შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს.

ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito-ს ეთერში ჟურნალისტმა ხოსე ალვარესმა გამოაცხადა, რომ „რეალში“ კარლო ანჩელოტის შეცვლის ძირითადი კანდიდატი სწორედ ზიდანია. მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ თანამშრომლობის აღდგენაზე.

როგორც ცნობილია, ანჩელოტი 2024 წლის ზაფხულში დატოვებს „რეალს“ და ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს.

ზინედინ ზიდანი „რეალს“ 2016-18 და 2019-21 წლებში ავარჯიშებდა. მადრიდულ გუნდთან ერთად ის ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.