„რეალი“ ზამთარში ახალ ფეხბურთელებს არ შეიძენს
„რეალი“ ზამთარში ახალ ფეხბურთელებს არ შეიძენს

მადრიდის „რეალმა“გადაწყვიტა, მოთამაშეები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ შეიძინოს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი არ მიიჩნევს გლობალურ პრობლემად იმ ფაქტს, რომ ბოლო სამ მატჩში მადრიდელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს. კლუბის ხელმძღვანელობაც ეთანხმება ფრანგ სპეციალისტს და მიიჩნევს, რომ საბოლოოდ, გოლები მოვა.

ზიდანი და „რეალის“ მმართველი საბჭო ასევე თანხმდებიან იმაზე, რომ ქარიმ ბენზემას არ შეუძლია მარტო ათრიოს გუნდის შეტევა. ბევრს ელოდებიან გარეტ ბეილისგან. ასევე კლუბში სჯერათ ედენ აზარის წარმატებული თამაშის, აგრეთვე ლუკა იოვიჩის შესაძლებლობების, რომელსაც „რეალში“ მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.

ზიდანს სურს 2019-20 წლების სეზონის დასრულება მიმდინარე შემადგენლობით. შესაძლოა, მხოლოდ ერთი-ორ მოთამაშე წავიდეს. ლაპარაკია ბრაიმ დიასზე და მარიანოზე.

18 ტურის შემდეგ, „რეალი“ მეორე ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში და ლიდერ „ბარსელონას“ ორი ქულით ჩამორჩება.