რეალი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდია

20:58, 16.05.2019

მადრიდის რეალმა მანჩესტერ იუნაიტედს გაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო ბრენდი გახდა.

დამოუკიდებელი კონსალტინგური კომპანია ბრენდ ფაინანსის ანგარიშის თანახმად, რეალის ღირებულება 26.9 პროცენტით გაიზარდა და 2019 წელს დაახლოებით 1,646 მილიარდი შეადგინა.

მეორე ადგილზეა მანჩესტერ იუნაიტედი. ინგლისური კლუბის ფასი დაეცა 5.8 პროცენტით და შეფასებულია 1,472 მილიარდ დოლარად. გასულ წელს, მანჩესტერული კლუბი პირველ ადგილზე იყო.

მესამეზეა ბარსელონა – 1,393 მილიარდი ევრო (11.8 პროცენტით მეტი შარშანდელთან შედარებით).

ასევე ათეულში მოხვდნენ: ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ჩელსი, პარი სენ-ჟერმენი, არსენალი და ტოტენჰემი.

მსგავსი