ბრიტანულმა კომპანია The KPMG Global Sport Network-მა ჩაატარა კვლევა ყველაზე ძვირადღირებული კლუბების გამოსავლენად. ამ მაჩვენებლით ლიდერად რჩება მადრიდის „რეალი“ – ის თითქმის სამ მილიარდ ფუნტად არის შეფასებული. შემდეგ სიაში მოდიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბარსელონა“.
ღირებულებაში ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა „პარი სენ-ჟერმენმა“ – 36.7 პროცენტი. „არსენალი“ 13.2 პროცენტით გაიაფდა.
10 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი:
1. რეალი – 2.95 მლნ. ფუნტი
2. მანჩესტერ იუნაიტედი – 2.84
3. ბარსელონა – 2.71
4. ბაიერნი – 2.44
5. ლივერპული – 2.26
6. მანჩესტერ სიტი – 2,21
7. ჩელსი – 1.88
8. ტოტენჰემი – 1.75
9. პსჟ – 1.62
10. არსენალი – 1.57