„რეალი“ ვინისიუსთან კონტრაქტის გაგრძელებაზე აქტიურად მუშაობს #1TVSPORT
„რეალი“ ვინისიუსთან კონტრაქტის გაგრძელებაზე აქტიურად მუშაობს #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ აქტიურად მუშაობს კონტრაქტის გაგრძელებაზე ბრაზილიელ ფორვარდ ვინისიუსთან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

წყაროს ცნობით, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან კმაყოფილია ფეხბურთელით, ხოლო „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პირადად არის დაინტერესებული იმაში, რომ ბრაზილიელმა კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ახლა ყველაფერი თავად ვინისიუსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ფორვარდი „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.