მადრიდის „რეალს“ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა ლა ლიგას 30-ე ტურის წინ, რომელშიც „სამეფო კლუბი“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.
პრობლემები შეეხება მეკარის პოზიციას. ტიბო კურტუა აგრძელებს ტრავმის შემდეგ აღდგენას, ხოლო მეორე მეკარემ ანდრეი ლუნინმა „სოსიედადის“ წინააღმდეგ სათასო შეხვედრაში მიიღო ტრავმა და შეიძლება ოთხი კვირა გამოტოვოს, – წერს გამოცემა Relevo.
ასე რომ, „ვალენსიას“ წინააღმდეგ „რეალის“ რიგებში შეიძლება დებიუტი ჰქონდეს მესამე მეკარეს – 19 წლის ფრან გონსალესს.
„რეალისა“ და „ვალენსიას“ მატჩი მადრიდში 5 აპრილს გაიმართება.