„რეალი“ თურქული „ტრაპზონსპორის“ ფორვარდით დაინტერესდა
„რეალი“ თურქული „ტრაპზონსპორის“ ფორვარდით დაინტერესდა

თურქულ კლუბ „ტრაპზონსპორის“ ფორვარდ ალექსანდრ სერლოტით, რომელიც იჯარის წესით „კრისტალ პალასში“ ასპარეზობს, მადრიდის „რეალი“ დაინტერესდა, იტყობინება „სქაი სპორტსი“.

წყაროს ცნობით, 24 წლის ნორვეგიელმა ესპანელთა ყურადღება თურქეთის ჩემპიონატში ძალიან კარგი გამოსვლით მიიპყრო. მიმდინარე სეზონში სერლოტის ანგარიშზე 26 მატჩში 19 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემაა.