„რეალი“ ტრანსფერებისთვის 600 მილიონს მიიღებს
„რეალი“ ტრანსფერებისთვის 600 მილიონს მიიღებს

უახლოეს ზაფხულში მადრიდის „რეალი“ ტრანსფერებზე 600 მილიონ ევროს დახარჯავს. ამის შესახებ ფრანგულმა გამოცემა „პარიზიენმა“ დაწერა.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს წარუდგინა გარანტიები, რომ კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიური იქნება. ირკვევა, რომ ფრანგი მწვრთნელის მოთხოვნით, „რეალი“ შეეცდება „პარი სენ-ჟერმენიდან“ ფორვარდ კილიან მბაპეს შეძენას.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ უკვე შეათანხმა ორი საზაფხულო ტრანსფერი – „პორტუს“ მცველ ედერ მილიტაოსი და „სანტოსის“ შემტევ როდრიგოსი. პირველი მადრიდელები 50 მილიონი ევრო დაუჯდებათ, მეორე – ხუთი მილიონით ნაკლები.

„რეალმა“ სეზონი „ბარსელონასთან“ სარეკორდო, 19-ქულიანი ჩამორჩენით დაასრულა.