რეალი თავისი 14 ფეხბურთელისთვის ახალ კლუბებს ეძებს
რეალი თავისი 14 ფეხბურთელისთვის ახალ კლუბებს ეძებს

გაზეთ მარკას (Marca) ინფორმაციით, ზაფხულში მადრიდის რეალის შემადგენლობა სანახევროდ გადახალისდება.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მადრიდელთა ხელმძღვანელობა ახალი კლუბების პოვნას აპირებს 14 ფეხბურთელისთვის, რომლებიც არ ჯდებიან მომავალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გეგმებში. ამჟამინდელი შემადგენლობიდან რეალში 19 ფეხბურთელი დარჩება.

იტყობინებიან, რომ გუნდს დატოვებენ: კეილორ ნავასი, სერხიო რეგილონი, ხესუს ვალიეხო, ტეო ერნანდესი, დანი სებალიოსი, ხამეს როდრიგესი, მარტინ ედეგორი, ბრაიმ დიასი, ისკო, მარკოს ლორენტე, მატეო კოვაჩიჩი, ოსკარ როდრიგესი, გარეტ ბეილი, ბორხა მაიორალი და რაულ დე ტომასი.

ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან რამდენიმე 2018-19 წლების სეზონს იჯარით სხვა კლუბებში ატარებს.
ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, რეალმა მესამე ადგილი გაინაღდა.