„რეალი“ სუპერლიგას არ ემხრობა
„რეალი“ სუპერლიგას არ ემხრობა

მადრიდის „რეალი“ არ აპირებს მხარი დაუჭიროს ე. წ. სუპერლიგის ორგანიზების იდეას. ჩანაფიქრის მიხედვით, ამ ტურნირზე უნდა ითამაშონ მხოლოდ ევროპული ფეხბურთის გრანდებმა და გუნდებმა მდიდარი ევროპული ისტორიით. ამ პროექტის ნაცვლად, მადრიდელები დადებითად უყურებენ „ფიფას“ (FIFA) მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამართვას, – იტყობინება გაზეთი „ეიესი“ (AS).

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ჩანაფიქრით, კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი რვა ჯგუფად იქნებიან დაყოფილნი. მეოთხედფინალში ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ. პირველი ასეთი ტურნირის გამართვა 2021 წლის 17 ივნისიდან 4 ივლისამდე იგეგმება.

ამჟამინდელი ფორმატით, კლუბებში მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში ორჯერ გაიმართება – 2019 და 2020 წლების დეკემბერში.

შეგახსენებთ, რომ ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA ) გამოდის ჩემპიონთა ლიგის კარდინალურად შეცვლის წინადადებით. ტურნირი პრაქტიკულად დახურული იქნება და უფრო პატარა კლუბებს უარს ეტყვიან უმაღლესი დონის ევროტურნირებში თამაშზე.

დატოვე კომენტარი