„რეალი“ სტერლინგით ინტერესდება #1TVSPORT
„რეალი“ სტერლინგით ინტერესდება #1TVSPORT

გამოცემა The Athletic ამტკიცებს, რომ მადრიდის „რეალი“ დაინტერესებულია „მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდის რაჰიმ სტერლინგის გადაბირებით.

26 წლის ფეხბურთელს გააჩნია „მანჩესტერ სიტისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე, მაგრამ ინგლისური პრესა ირწმუნება, რომ სტერლინგი არ არის კმაყოფილი კლუბში თავისი მდგომარეობით.

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას სურს, რომ ინგლისელი დარჩეს გუნდში და კლუბი უკვე ამზადებს კონტრაქტს თავდამსხმელისთვის. თავად სტერლინგი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას.

ჭორების მიხედვით, სტერლინგის სასტარტო ფასი 90 მილიონ ევროს უდრის.