„რეალი“ სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული კლუბია
„რეალი“ სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული კლუბია

სპეციალიზირებულმა სააგენტო Sporting Intelligence-მა შეადგინა იმ კლუბების რეიტინგი, რომლებსაც სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ. კვლევისას გათვალისწინებული იყო მონაცემები Facebook-დან, Instagram-დან და Twitter-დან.

სიის ლიდერია მადრიდის „რეალი“, რომლის გამომწერთა საერთო რაოდენობა 223 მილიონია.

სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული კლუბების ტოპ-ათეული ასეთია:

1. რეალი – 223,8 მლნ

2. ბარსელონა – 213,6 მლნ

3. მანჩესტერ იუნაიტედი – 125,9 მლნ

4. ჩელსი – 81 მლნ

5. იუვენტუსი – 80,9 მლნ

6. ბაიერნი – 73,3 მლნ

7. პარი სენ-ჟერმენი – 71 მლნ

8. ლივერპული – 69,1 მლნ

9. არსენალი – 69 მლნ

10. მანჩესტერ სიტი – 61,4 მლნ