„რეალი“ სერხიო რამოსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
„რეალი“ სერხიო რამოსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

„სამეფო კლუბი“ და სერხიო რამოსი ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ, – იუწყება Marca.

მადრიდის „რეალთან“ სერხიო რამოსის მიმდინარე კონტრაქტი 2021 წელს იწურება.

33 წლის მცველს „სამეფო კლუბში“ დარჩენა 2022/23 წლების სეზონის დასასრულამდე სურს და სავარაუდოდ, რამოსის გუნდში დატოვების წინააღმდეგები არც მადრიდელები იქნებიან.

რამოსი „რეალში“ 15 წელია თამაშობს და „სამეფო კლუბში“ შორეულ 2005 წელს „სევილიადან“ გადმოვიდა. მადრიდელებს სერხიო რამოსის შეძენა 27 მილიონი ევრო დაუჯდათ, რაც იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური სატრანსფერო თანხა იყო.