„რეალი“ სებალიოსს 25 მილიონ ევროდ შეელევა
„რეალი“ სებალიოსს 25 მილიონ ევროდ შეელევა

„სამეფო კლუბი“ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დანი სებალიოსის გასხვისებას გეგმავს, – იუწყება Marca.

გამოცემის ინფორმაციით, მადრიდელები მზად არიან, ფეხბურთელს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.

სებალიოსის შეძენის მთავარ პრეტენდენტად „არსენალი“ მოიაზრება, სადაც ფეხბურთელი იჯარის წესით ასპარეზობს.

„მეთოფეების“ მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას სებალიოსის გუნდში დატოვება სურს, მადრიდელების თავკაცი, ზინედინ ზიდანი კი „რეალში“ ფეხბურთელის მომავალს ვერ ხედავს. ამ გარემოების გათვალისწინებით, დიდია ალბათობა, რომ ლონდონელებსა და მადრიდელებს შორის სებალიოსის ტრანსფერზე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.

მიმდინარე სეზონზე სებალიოსმა „არსენალის“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და ორიც საგოლე გადაცემა შეასრულა.