მადრიდის „რეალი“ მზად არის გაიმეოროს სატრანსფერო რეკორდი. ესპანეთის ჩემპიონი აპირებს სოლიდური თანხა გადაიხადოს „ლაიპციგის“ მცველის კასტელო ლუკებას შესაძენად, – ამის შესახებ წერს გამოცემა El Gol Digital.
წყაროს ცნობით, 22 წლის ფრანგს განიხილავენ, როგორც დაცვის ხაზის გრძელვადიან გაძლიერებას. კონტრაქტის მიხედვით, ლუკებას გამოსასყიდი თანხა 90 მილიონ ევროს უტოლდება და „რეალი“ მზად არის ამ თანხის გადასახდელად.
თუ მადრიდელები გააქტიურებენ კონტრაქტის ამ პუნქტს, ფრანგის ტრანსფერი გაიმეორებს იოშკო გვარდიოლის რეკორდს, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შემდეგ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.