„რეალი“ სატრანსფერო რეკორდის დამხობისთვის ემზადება
„რეალი“ სატრანსფერო რეკორდის დამხობისთვის ემზადება

მადრიდის „რეალი“ მზად არის 280 მილიონი ევრო გადაიხადოს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ კილიან მბაპეში. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა „ფრანს ფუტბოლი“ (France Football) წერს. 20 წლის ფრანგის კონტრაქტი პარიზელებთან 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

პრესის ცნობით, „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იმედოვნებს, რომ მბაპე მადრიდულ კლუბში აღმოჩნდება. პსჟ-ის ხელმძღვანელობას არ სურს ფორვარდთან გამოთხოვება, მაგრამ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს ფინანსური ფეარ პლეის გამო, რომელთან დაკავშირებითაც პარიზელებს პრობლემები აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად მიჩნეულია 2017 წელს, ნეიმარის გადასვლა „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“. მაშინ ფრანგებმა ბრაზილიელში 222 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ამ სეზონში მბაპემ 41 ოფიციალური მატჩი ჩაატარა პსჟ-ში, 36 გოლი გაიტანა, რასაც 17 შედეგიანი პასი დაუმატა.