„რეალი“ საშინაო მატჩებს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არ ითამაშებს
„რეალი“ საშინაო მატჩებს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არ ითამაშებს

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ლა ლიგის დარჩენილ მატჩებს „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონის მიღმა ჩაატარებს.

კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ გუნდი დარჩენილ საშინაო მატჩებს საწვრთნელი კომპლექსის მინდორზე გამართავს.

„გადავწყვიტეთ, რომ სეზონის ბოლომდე საშინაო თამაშები „ალფრედო დი სტეფანოს“ არენაზე ჩავატაროთ. ეს დაეხმარება კლუბს, წინ წაწიოს „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქციის სამუშაოები“, – განაცხადა პერესმა.

„ალფრედო დი სტეფანოს“ სტადიონი 2006 წელს აშენდა და ის ექვსი ათას მაყურებელს იტევს.

ესპანეთის ჩემპიონატის რესტარტის შემდეგ, „რეალი“ პირველ შეხვედრას „ეიბარის“ წინააღმდეგ 14 ივნისს გამართავს.