„რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ცარიელი ადგილების გამო მილიონებს კარგავს
„რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ცარიელი ადგილების გამო მილიონებს კარგავს

ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში, „რეალისა“ და „სოსიედადის“ მატჩს, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა, 53 412 მაყურებელი დაესწრო. ეს, მიმდინარე სეზონში, „სამეფო კლუბისთვის“ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

როგორც ჟურნალისტი დერმოტ კორიგანი ამბობს, „სოსიედადთან“ მატჩში დაახლოებით 35 ათასი ცარიელი ადგილი იყო, რაც ფულად ექვივალენტში ორ მილიონს შეადგენს.

„რეალი“ ბოლო ოთხი საშინაო მატჩია 60 ათასი გულშემატკივრის შეგროვებას ვერ ახერხებს. ამ სეზონში საშუალო დასწრება 63 747 ადამიანს შეადგენს, რაც შარშანდელთან შედარებით ორი ათასით ნაკლებია.
„სანტიაგო ბერნაბეუ“ 81 ათას მაყურებელს იტევს.