„რეალი“ როდრიში 100 მილიონს იხდის #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ დაინტერესებულია „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, როდრის ტრანსფერით, – იტყობინება გამოცემა Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, „რეალი“ მზად არის, 29 წლის ესპანელში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამასთან, მადრიდელები აღიარებენ, რომ 2024 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის გადაბირება ძალიან რთული იქნება, მით უმეტეს, რომ „სიტი“ არ არის განწყობილი როდრის გაყიდვაზე 2025-26 წლების სეზონის წინ.
როდრიმ 2024-25 წლების სეზონი თითქმის მთლიანად გამოტოვა და ყველა ტურნირზე მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.