„რეალი“ როდრიგოს სატრანსფერო ფასს 70 მილიონამდე შეამცირებს #1TVSPORT
„რეალი“ როდრიგოს სატრანსფერო ფასს 70 მილიონამდე შეამცირებს #1TVSPORT

როდრიგო, დიდი ალბათობით, არ დატოვებს ამ ზაფხულს მადრიდის „რეალს“.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „მანჩესტერ სიტი“ არ გაიფორმებს ბრაზილიელ გარემარბს, რადგან გადაწყვიტა, შეინარჩუნოს შემადგენლობაში სავიო.

ესპანელი ჟურნალისტის, გილიემ ბალაგეს მონაცემებით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში „რეალი“ დააგდებს როდრიგოს ფასს 100 მილიონიდან 60-70 მილიონამდე, მაგრამ ამ მომენტისთვის „რეალს“ არ მიუღია ოფიციალური წინადადება და ბრაზილიელის წასვლა ნაკლებად სავარაუდოა.

„რეალში“ ამტკიცებენ, რომ „არსენალს“, რომლის მხრიდან ინტერესზე მთელი ზაფხულის განმავლობაში წერდნენ, არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები როდრიგოს გასაფორმებლად. ასევე, კლუბში ელოდებიან, რომ გარემარბი არ დათანხმდება „ნიუკასლში“ გადასვლას შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში.