„რეალი“ რამოსთან და მოდრიჩთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
„რეალი“ რამოსთან და მოდრიჩთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

„სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ სერხიო რამოსთან და ლუკა მოდრიჩთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, – იუწყება La Vanguardia.

აღნიშნავენ, რომ ორივე ფეხბურთელის კონტრაქტი მადრიდულ გრანდთან 2021 წლის ივნისში იწურება და ახალი ხელშეკრულების პირობებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

გამოცემის ინფორმაციით, რამოსიც და მოდრიჩიც მზად არიან, ხელფასის შემცირებასაც კი დათანხმდნენ, რომ სამეფო კლუბის რიგებში დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი „რეალის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს, ლუკა მოდრიჩი კი „სამეფო კლუბში“ 2012 წელს „ტოტენჰემიდან“ გადავიდა.