„რეალი“ რაჰიმ სტერლინგით არის დაინტერესებული
„რეალი“ რაჰიმ სტერლინგით არის დაინტერესებული

მადრიდის „რეალი“ ზაფხულში რაჰიმ სტერლინგის შეძენას შეეცდება, თუმცა, მანამდე „სამეფო კლუბს“ სურს დარწმუნდეს – აპირებს თუ არა „მანჩესტერ სიტი“ 25 წლის შემტევისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას. სტერლინგის მიმდინარე ხელშეკრულება „სიტისთან“ 2023 წლის ივლისამდეა ძალაში.

ცნობილია, რომ „რეალი” უკვე რამდენიმე სეზონია ყურადღებით აკვირდება ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის თამაშს.

ამ სეზონში სტერლინგმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ამჟამად, სტერლინგი ტრავმირებულია. როგორც ვარაუდობენ, ის უკვე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩისთვის მზად იქნება. „სიტი“ მადრიდში 26 თებერვალს სწორედ „რეალს“ შეხვდება.