„რეალი“ პოგბაში ოთხ ფეხბურთელს ცვლის
„რეალი“ პოგბაში ოთხ ფეხბურთელს ცვლის

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა აპირებს შესთავაზოს „მანჩესტერ იუნაიტედს“ ოთხი ფეხბურთელი ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას სანაცვლოდ, – ამის შესახებ „თაიმსის“ (The Times) ჟურნალისტმა დუნკან კასლსმა დაწერა.

იტყობინებიან, რომ მადრიდელთა მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანსა და კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს მოვლენთა განვითარების საუკეთესო ვარიანტად მიაჩნიათ ნახევარმცველ გარეტ ბეილის გაყიდვა „მანჩესტერ იუნაიტედში“. გარდა ამისა, „რეალი“ ასევე შესთავაზებს ინგლისელებს ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს, მცველ ტეო ერნანდესსა და მეკარე კეილორ ნავასს.

ადრე წერდნენ, რომ 26 წლის პოგბას განზრახული აქვს ამ ზაფხულს „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება. მისი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ფრანგის ხელფასი კვირაში 290 ათას ფუნტს უდრის.