რეალი პიანიჩით სერიოზულად დაინტერესდა

13:48, 28.03.2019
Miralem Pjanic of Juventus controls the ball during the UEFA Champions League Round of 16 Second Leg match between Juventus and Club de Atletico Madrid at Allianz Stadium on March 12, 2019 in Turin. (Photo by Jose Breton/NurPhoto via Getty Images)

ტურინის იუვენტუსის ბოსნიელი საყრდენის, მირალემ პიანიჩის შეძენით მადრიდის რეალი ინტერესდება. როგორც ცნობილია, ზინედინ ზიდანი მზადაა, ტრანსფერში ბლანკოსის ერთ-ერთი ლიდერი, ტონი კროოსიც ჩართოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ გაცვლას რამდენიმე გარემოება უშლის ხელს. უპირველესად, ეს ანაზღაურებაა, რომელიც კროოსის შემთხვევაში გაცილებით მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ პიანიჩის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე უფრო მეტია, ვიდრე გერმანელის შემთხვევაშია.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი მზადაა, პიანიჩის სანაცვლოდ რეალის ბიუჯეტიდან 86 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მსგავსი