„რეალი“ პიანიჩით დაინტერესდა
„რეალი“ პიანიჩით დაინტერესდა

მადრიდის „რეალში“ ფრანგ სპეციალისტ ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სერიოზული აქტივობებია მოსალოდნელი. კლუბის ხელმძღვანელობა პირველ რიგში ნახევარდაცვის და შეტევის გაძლიერებას ეცდება.

უკვე კარგა ხანია მადრიდელები პოლ პოგბასა და კრისტიან ერიქსენის შეძენას ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. აქედან გამომდინარე, ისინი მირალემ პიანიჩის გადაყვანას შეეცდებიან. ბოსნიელის შეძენა დაახლოებით 80 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რაც ბევრად იაფია ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელების ფასებთან შედარებით.

შესაბამისად, დიდი შანსია, პიანიჩმა მომავალ სეზონში მადრიდის „რეალში“ ითამაშოს.