„რეალი“ ორი წლის შემდეგ ბენზემას ჰალანდით შეცვლას გეგმავს #1TVSPORT
„რეალი“ ორი წლის შემდეგ ბენზემას ჰალანდით შეცვლას გეგმავს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი, შესაძლოა, 2024 წელს მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდეს. ამის შესახებ წერს ესპანური გაზეთი AS.

ამ ზაფხულს, ნორვეგიელი „დორტმუნდიდან“ გადავიდა „სიტიში“. მიუხედავად ამისა, პრესაში ვარაუდობენ, რომ უკვე ორი წლის შემდეგ „რეალი“ შეძლებს 21 წლის ჰალანდის გადაბირებას.

„რეალში“ მიაჩნიათ, რომ სკანდინავიელი იდეალური ცვლილება იქნება ქარიმ ბენზემასთვის, რომელსაც დეკემბერში 35 წელი შეუსრულდა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ჰალანდში 75 მილიონი ევრო გადაიხადა და მასთან 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.