„რეალი“ ოლისეს სანაცვლოდ 200 მილიონზე მეტს გაიღებს #1TVSPORT
„რეალი“ ოლისეს სანაცვლოდ 200 მილიონზე მეტს გაიღებს #1TVSPORT

ცნობილი გახდა თანხის ოდენობა, რომელიც შეიძლება მადრიდის „რეალმა“ „ბაიერნის“ გარემარბის მაიკლ ოლისეს შესაძენად დახარჯოს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „სამეფო კლუბი“ მზად არის 150 მილიონი ევრო გადაიხადოს 24 წლის ფრანგ ფეხბურთელში.

გაზეთ Marca-ს მონაცემებით, ოლისეს ტრანსფერი გაცილებით ძვირი იქნება. „რეალმა“, შესაძლოა, თავისი წინადადება 200 მილიონამდე აიყვანოს. მაქსიმალური ზღვარი კი 220 მილიონი იქნება.

ოლისეს სავარაუდო ტრანსფერს „დიდ ოცნებას“ უწოდებს „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი. „ჩელსიდან“ ენცო ფერნანდესის შეძენას ამ მომენტისთვის ესპანურ კლუბში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

ოლისეს მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.